Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტს ავიაკომპანია Austrian Airlines შეემატა

new airline in tbilisi airport

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო AUSTRIAN AIRLINES -მა. ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანიამ ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –ს მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა გამთენიისას, სავსე ბორტით განახორციელა და საქართველოში 136 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა თბილისი თბილისი ვენა ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს. რეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავსტრიის ავიახაზებთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

თბილისი ვენა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
8 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 932 -დან
6 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 271 -დან
21 იანვარი 202724 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 418 -დან

 

თბილისი ვენა -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირ ავიამიმოსვლას ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც გვთავაზობს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

Austrian Airlines 1957 წელს დაფუძნდა. ის Lufthansa Group-ის შვილობილი და Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს ამ დროისათვის 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებია.

შეიძინეთ ავიაბილეთები ვენის მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version