რამდენიმე თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ვენის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Austrian Airlines -ი დაიწყებს.
Austrian Airlines დაარსდა 1957 წლის 30 სექტემბერს და ავსტრიის უმსხვილეს ავიაკომპანიას წარმოადგენს. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ შვეხატში, ხოლო საბაზო აეროპორტი კი ვენის საერთაშორისო აეროპორში. „ლუფთჰანზა ჯგუფის“ წევრი ავიაკომპანიის გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.
ავსტრიის ავიახაზები საქართველოში 2024 წლის მაისიდან დაიწყებს ოპერირებას და რეისებს თბილისი ვენა ვენა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირით შემოგვთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი, კვირაში 2-ჯერ ახორციელებს.
თბილისი ვენა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
19 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 096 -დან | |
2 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 198 -დან |