ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მალე ქუთაისი მოსკოვი კვირაში 7 რეისი

ციმბირული ავიხაზები

მას შემდეგ, რაც თბილისში გავრილოვის ვიზიტს საპროტესტო აქციები მოყვა და რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება ყველა რუსულ ავიაკომპანიას აუკრძალა, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ფრენების ისევ აღდგენის შესახებ.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანია S7-ს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ავიაკომპანია S7 რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლოტის მქონეა და მგზავრების გადაყვანის რაოდენობით თავის ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს. მას, არსებული ინფორმაციის თანხმად, მოსკოვიდან ქუთაისში კვირაში 7 რეისის განხორციელება შეეძლება.

როდის შესრულდება პირველი რეისი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც „როსავიაციამ“ განაცხადა, როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვა მოიხსნება, ავიაკომპანია S7 მაშინვე შეძლებს მინიჭებული უფლებით სარგებლობას.

ქუთაისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Azimuthავიაბილეთები 594 -დან
16 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 658 -დან
3 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 822 -დან
27 იანვარი 202630 იანვარი 2026Azimuthავიაბილეთები 1 094 -დან
Exit mobile version