ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმის აეროპორტში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways შემოდის

new airline in batumi airport

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოში მეორე მიმართულებაა, სადაც ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს.

ავიაკომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს და რეისებს კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

Jazeera Airways -მა თავდაპირველად ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას, რათა მეტი მიმართულება და სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმი ელ-ქუვეითი ელ-ქუვეითი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად მოახდენს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საინტერესოა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. 2023 წელს ქუვეითიდან საქართველოს 77,392 მგზავრი ესტუმრა. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჯამში 1,094,695 მგზავრი ჩამოფრინდა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Jazeera Airways -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version