Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იაპონიის ვიზა / iaponiis viza

იაპონიის ვიზა

თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა შეიტანოს აღნიშნულ საკონსულოში განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის ვიზის აღების მსურველებს მოგეთხოვებათ საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებთ.

თბილისი ტოკიო

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ნოემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 564 -დან
7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 393 -დან
21 იანვარი 202726 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 2 380 -დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 593 -დან
5 მარტი 202712 მარტი 20272 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 432 -დან
28 აპრილი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 424 -დან
30 მაისი 20276 ივნისი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 498 -დან
18 ივნისი 202724 ივნისი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 434 -დან
22 აგვისტო 202727 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 548 -დან
1 სექტემბერი 20278 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 473 -დან
20 ოქტომბერი 202727 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 608 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

Exit mobile version