ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იაპონიის ვიზა / iaponiis viza

იაპონიის ვიზა

თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა შეიტანოს აღნიშნულ საკონსულოში განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის ვიზის აღების მსურველებს მოგეთხოვებათ საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებთ.

თბილისი ტოკიო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 აპრილი 202511 მაისი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 964 -დან
26 მაისი 202531 მაისი 20252 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 842 -დან
3 ივნისი 202517 ივნისი 20253 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 871 -დან
5 ივლისი 202512 ივლისი 20252 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 423 -დან
30 აგვისტო 202520 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 426 -დან
10 სექტემბერი 202516 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 197 -დან
24 ოქტომბერი 202514 ნოემბერი 20252 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 2 073 -დან
1 ნოემბერი 202516 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 309 -დან
22 დეკემბერი 202524 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 470 -დან
1 თებერვალი 20268 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 722 -დან
20 მარტი 20264 აპრილი 20263 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 3 620 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

Exit mobile version