ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სტამბოლის ტიტების ფესტივალი

ტიტების ფესტივალი

დღემდე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ტიტების სამშობლო ჰოლანდიაა, თუმცა სინამდვილეში ამ ყვავილის ისტორია სათავეს აზიური ველებიდან იღებს. პირველად მცენარის ამ სახეობის მოყვანა კომერციული მოგების მიზნით სწორედ ოსმანეთის იმპერიაში დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში ტიტები მართლაც ნიდერლანდების შუაგულთან ასოცირდება, მაგრამ თურქეთში ამ მცენარის ისტორიის პატივსაცემად ყველაზე შესანიშნავი ფესტივალი იმართება ყოველ წელს.

2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ აპრილს სტამბოლის მერია მილიონობით ტიტას რგავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე პარკებში, გზაჯვარედინების ცენტრში მდებარე წრეებზე და ყველა იმ მინდორზე, რომელიც უბრალოდ ცარიელია ამ პროცესის დროს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ტიტის დარგვის შედეგად თურქული გაზაფხული თვალისმომჭრელ პერიოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.

სტამბულის ფესტივალი

ტიტები აყვავებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იწყებენ ამინდის მიხედვით. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავიან და მართლაც ულამაზეს სანახაობას ქმნიან მთელი თვის განმავლობაში. ფესტივალის ოფიციალური პერიოდი პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა დადგენილი, თუმცა ყვავილების გაფურჩქვნის პროცესი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებამდეც კი გაგრძელდეს და ამიტომ მაისშიც შეინარჩუნოს გარემომ მომხიბვლელი იერი.

აპრილში მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო ხშირად წვიმს, თუმცა მთელი გაზაფხულის განმავლობაში სტამბოლის ტემპერატურა იდეალურია ტურისტული ვიზიტისათვის. ტიტა სტამბოლის ტრადიციუ სიმბოლოდაა ქცეული. ის აქ ირანიდან შემოიტანეს საუკუნეების წინ და მას შემდეგ აქტიურად ხდება მისი მოშენება და გამრავლება. აქ ტიტების სიყვარული ტიტების მანიად იქცა. როგორც ისტორიის ფურცლები იუწყება, ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ყველაზე ცნობილი პერიოდის დროს, იშვიათი სახეობის ტიტა ძალიან ძვირადაც კი იყიდებოდა.

ყვავილები

სტამბოლის ტიტების ფესტივალი მხოლოდ ამ ყვავილის წარმოჩენით არ შემოიფარგლება და აქ სხვა ულამაზეს ჯიშებსაც გადააწყდებით. ისინი მრავალფეროვან ფორმებსა და ფერემში ირგვება ქალაქის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბევრი ყვავილოვანი ხედის ხილვა ქალაქის ძველ ნაწილშია შესაძლებელი. როდესაც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სწორედ ამიტომ უნდა ესტუმროთ ცნობილ პარკებსა და ყვავილების გასაშენებლად გამოყოფილ სპეციალურ მინდვრებს.

თბილისი სტამბულის სავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მაისი 202430 მაისი 2024პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 325 -დან
1 ივნისი 20248 ივნისი 2024პირდაპირიAJetავიაბილეთები 340 -დან
24 ივლისი 20249 აგვისტო 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 359 -დან
15 აგვისტო 202417 აგვისტო 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 343 -დან
25 სექტემბერი 20244 ოქტომბერი 2024პირდაპირიAJetავიაბილეთები 448 -დან
29 ოქტომბერი 20242 ნოემბერი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 352 -დან
6 ნოემბერი 202412 ნოემბერი 2024პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 313 -დან
14 დეკემბერი 20247 იანვარი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
10 იანვარი 20251 თებერვალი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 478 -დან
2 თებერვალი 20257 თებერვალი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 404 -დან
4 აპრილი 20258 აპრილი 2025პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 705 -დან
Exit mobile version