ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სტამბოლის ტიტების ფესტივალი

ტიტების ფესტივალი

დღემდე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ტიტების სამშობლო ჰოლანდიაა, თუმცა სინამდვილეში ამ ყვავილის ისტორია სათავეს აზიური ველებიდან იღებს. პირველად მცენარის ამ სახეობის მოყვანა კომერციული მოგების მიზნით სწორედ ოსმანეთის იმპერიაში დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში ტიტები მართლაც ნიდერლანდების შუაგულთან ასოცირდება, მაგრამ თურქეთში ამ მცენარის ისტორიის პატივსაცემად ყველაზე შესანიშნავი ფესტივალი იმართება ყოველ წელს.

2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ აპრილს სტამბოლის მერია მილიონობით ტიტას რგავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე პარკებში, გზაჯვარედინების ცენტრში მდებარე წრეებზე და ყველა იმ მინდორზე, რომელიც უბრალოდ ცარიელია ამ პროცესის დროს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ტიტის დარგვის შედეგად თურქული გაზაფხული თვალისმომჭრელ პერიოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.

სტამბულის ფესტივალი

ტიტები აყვავებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იწყებენ ამინდის მიხედვით. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავიან და მართლაც ულამაზეს სანახაობას ქმნიან მთელი თვის განმავლობაში. ფესტივალის ოფიციალური პერიოდი პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა დადგენილი, თუმცა ყვავილების გაფურჩქვნის პროცესი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებამდეც კი გაგრძელდეს და ამიტომ მაისშიც შეინარჩუნოს გარემომ მომხიბვლელი იერი.

აპრილში მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო ხშირად წვიმს, თუმცა მთელი გაზაფხულის განმავლობაში სტამბოლის ტემპერატურა იდეალურია ტურისტული ვიზიტისათვის. ტიტა სტამბოლის ტრადიციუ სიმბოლოდაა ქცეული. ის აქ ირანიდან შემოიტანეს საუკუნეების წინ და მას შემდეგ აქტიურად ხდება მისი მოშენება და გამრავლება. აქ ტიტების სიყვარული ტიტების მანიად იქცა. როგორც ისტორიის ფურცლები იუწყება, ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ყველაზე ცნობილი პერიოდის დროს, იშვიათი სახეობის ტიტა ძალიან ძვირადაც კი იყიდებოდა.

ყვავილები

სტამბოლის ტიტების ფესტივალი მხოლოდ ამ ყვავილის წარმოჩენით არ შემოიფარგლება და აქ სხვა ულამაზეს ჯიშებსაც გადააწყდებით. ისინი მრავალფეროვან ფორმებსა და ფერემში ირგვება ქალაქის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბევრი ყვავილოვანი ხედის ხილვა ქალაქის ძველ ნაწილშია შესაძლებელი. როდესაც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სწორედ ამიტომ უნდა ესტუმროთ ცნობილ პარკებსა და ყვავილების გასაშენებლად გამოყოფილ სპეციალურ მინდვრებს.

თბილისი სტამბულის სავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 20257 აპრილი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 250 -დან
29 აპრილი 20254 მაისი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 265 -დან
1 მაისი 20253 მაისი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 246 -დან
12 ივნისი 202514 ივნისი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 254 -დან
30 ივლისი 20255 აგვისტო 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 373 -დან
1 აგვისტო 20255 აგვისტო 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 346 -დან
19 სექტემბერი 202521 სექტემბერი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 358 -დან
3 ოქტომბერი 20257 ოქტომბერი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 336 -დან
25 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 660 -დან
3 იანვარი 202613 იანვარი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 675 -დან
Exit mobile version