Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდიან

ფრენების სიხშირე

თბილისის აეროპორტში ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რამდენიმე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე სამმა ავიაკომპანიამ წარადგინა განაცხადი ფრენების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით.

უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines – ი 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე დამატებით რეგულარულ რეისებს ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს შეასრულებს. შესაბამისად, კიევსა და თბილისს შორის Bees Airlines – ი ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.ფლაი დუბაი

ზამთრის სეზონზე დამატებით ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია Flydubai. დუბაი – თბილისი – დუბაის საჰაერო ხაზზე 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით დამატებით 51 ფრენა შესრულდება. საბოლოო ჯამში, Flydubai დუბაისა და თბილისს შორის ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე ფრენას განახორციელებს.

გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა მიენიჭა დაბალბიუჯეტურ ქუვეითურ ავიაკომპანიას Jazeera Airways – ს. ავიაკომპანია 2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარულ ფრენებს შეასრულებს ყოველ ორშაბათს და შაბათს. ჯამში, Jazeera Airways – ი ელ ქუვეითსა და თბილისს შორის კვირაში 5 რეისს შეასრულებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში.

პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi10 September 202612 September 2026Red Wingsავიაბილეთები 290 -დან
Almaty16 November 202621 November 2026Air Astanaავიაბილეთები 1 126 -დან
Amsterdam7 November 202611 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 044 -დან
Ankara29 October 20261 November 2026Ajetავიაბილეთები 346 -დან
Athens19 January 20273 February 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 436 -დან
Abu Dhabi31 October 202610 November 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 816 -დან
Antalya2 November 20266 November 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 241 -დან
Manama15 October 202622 October 2026Gulf Airავიაბილეთები 2 037 -დან
Baku6 November 202610 November 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 611 -დან
Belgrade6 December 202610 December 2026Air Serbiaავიაბილეთები 734 -დან
Exit mobile version