ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდიან

ფრენების სიხშირე

თბილისის აეროპორტში ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რამდენიმე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე სამმა ავიაკომპანიამ წარადგინა განაცხადი ფრენების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით.

უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines – ი 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე დამატებით რეგულარულ რეისებს ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს შეასრულებს. შესაბამისად, კიევსა და თბილისს შორის Bees Airlines – ი ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.ფლაი დუბაი

ზამთრის სეზონზე დამატებით ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია Flydubai. დუბაი – თბილისი – დუბაის საჰაერო ხაზზე 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით დამატებით 51 ფრენა შესრულდება. საბოლოო ჯამში, Flydubai დუბაისა და თბილისს შორის ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე ფრენას განახორციელებს.

გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა მიენიჭა დაბალბიუჯეტურ ქუვეითურ ავიაკომპანიას Jazeera Airways – ს. ავიაკომპანია 2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარულ ფრენებს შეასრულებს ყოველ ორშაბათს და შაბათს. ჯამში, Jazeera Airways – ი ელ ქუვეითსა და თბილისს შორის კვირაში 5 რეისს შეასრულებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში.

პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი8 სექტემბერი 20259 სექტემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 458 -დან
ალმაატა23 იანვარი 202630 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 959 -დან
ამსტერდამი17 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 800 -დან
ანკარა1 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025AJetავიაბილეთები 298 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 305 -დან
აბუ დაბი19 ოქტომბერი 202527 ოქტომბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 701 -დან
ანტალია30 ოქტომბერი 20252 ნოემბერი 2025Sun Expressავიაბილეთები 263 -დან
ბაჰრეინის კუნძული11 სექტემბერი 202520 სექტემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 622 -დან
ბაქო18 მარტი 202618 მარტი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 469 -დან
ბელგრადი16 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 822 -დან
Exit mobile version