ავიაბილეთები ყველაზე იაფად

120 მიმართულება და 70-ზე მეტი ავიაკომპანია საქართველოს აეროპორტებში

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სფეროებში შთამბეჭდავი პროგრესია. მან ისტორიულ მიღწევად დაასახელა ის ფაქტი, რომ დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან 120 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, პრიორიტეტულად კი ევროპის მიმართულებით.

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ავიაციის სექტორის თანმიმდევრული განვითარება და წარმატებული მოლაპარაკებები ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა British Airways, easyJet და Edelweiss. მისივე ინფორმაციით, ჩამომფრენი რეისების საშუალო დატვირთულობა 92%-დან 98%-მდეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

easyJet ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ჟენევა15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026easyJetავიაბილეთები 330 -დან
ლონდონი10 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 2026easyJetავიაბილეთები 905 -დან
მილანი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026easyJetავიაბილეთები 320 -დან

 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ტურიზმის ზრდა დივერსიფიცირებულია და ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მაღალმხარჯველუნარიან ქვეყნებში. ამის ნათელი შედეგია 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული რეკორდული – 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი, გაზრდილი საშუალო დანახარჯები ერთ ვიზიტზე და გახანგრძლივებული ტურისტული მოგზაურობები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version