ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გალფ ეარ / GULF AIR

გალფ აირი

ბაჰრეინის სამეფოს ნაციონალური ავია ხაზები უკვე დიდი ხანია რაც უამრავ მოგზაურს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს. ცნობილი ავია კომპანია 1950 წლიდან ფუნქციონირებს და შუა აღმოსავლეთის ერთ–ერთ პირველ კომერციულ ავიახაზებს წარმოადგენს. ამჟამად Gulf Air–ის საერთაშორისო ბრენდია და 47 ქალაქს ემსახურება მსოფლიოს 26 ქვეყანაში, 3 კონტინენტის ტერიტორიაზე.
აღნიშნული ავია ხაზები საკუთარ მომხმარებლებს ამჟამად ვიწრო და ფართო თვითმფრინავების საკმაოდ თანამედროვე საჰაერო ფლოტით ემსახურება. მის მფლობელობაში ამჟამად 34 თვითმფრინავია. 2018 წლიდან 2023 წლის ჩათვლით გალფ ეარ 39 ახალი თვითმფრინავის შეძენას აწარმოებს Boeing-ისა და Airbus–ის წარმომადგენლებისგან.

კომპანიის მთავარი ფორმულა ბორტზე კომფორტული და ოჯახური გარემოს შექმნაა. ასევე Gulf Air–ი წამყვანი ინდუსტრიული კომპანიაა მის რეგიონში და უდიდესი წვლილი შეაქვს ბაჰრეინის სამეფოს განვითარებადი ეკონომიკის წინსვლაში. მსგავსი მოწოდებით ცნობილი ავია კომპანია აქტიურად აფინანსებს ისეთ წარმატებულ და ცნობილ პროექტებს, როგორიცაა ფორმულა 1–ის შოუები და საჰაერო წარმოდგენები შუა აღმოსავლეთში, ბაჰრეინის ტერიტორიაზე. გალფ ეარის მიერ დაფინანსებული ფორმულა 1–ის შოუ 2004 წელს იყო პირველი ამ ტიპის ტურნირი, რომელიც შუა აღმოსავლეთში გამართულა.

ცნობილი ავია კომპანიის სერვისით სარგებლობისას თქვენ ფრენისას მოგემსახურებიან გამოცდილი სტიუარდესები. ასევე, თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ მსოფლიო დონის შეფ–მზარეულის მომსახურებითა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის დახმარებით საჭიროების შემთხვევაში. დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას მრავლად აქვს სასარგებლო და კომფორტული აქციები, რომლის წყალობითაც მუდამ პოპულარულია მოგზაურებს შორის და მომავალშიც უამრავ ინოვაციას გეგმავს.

Gulf Air–ის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონში საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობენ. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან Gulf air-ი საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებს რეისებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით.

Gulf air თბილსიდან საკამოდ კონფორტულ რეისებს სთავზობს მომხრებელს კაიროს მიმართლებით, აღნიშნული რეისების მძიებას მარტვად შეძლებთ ჩვენივე სისტემაში. თბილსიდან კაიროს მიმართლებით ავიაბილეთების საშუალო ღირებულება

თბილისი კაირო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202518 მაისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 036 -დან
22 ივნისი 202529 ივნისი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 123 -დან
1 აგვისტო 20252 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 271 -დან
22 სექტემბერი 202529 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 104 -დან
3 ოქტომბერი 202515 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 150 -დან
8 ნოემბერი 202516 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 904 -დან
5 იანვარი 202611 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 173 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს შეუძლიათ ყველაზე იაფი ავია ბილეთების შესახებ ინფორმაცია Avia.Ge-ს ვებგვერდის საძიებო სისტემის ან ასევე მოხერხებული მობილური აპლიკაციის წყალობით მოიძიონ სულ რაღაც 2 წუთში.

Exit mobile version