ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მწვანე ბარათის გათამაშება

წმვანე ბარათი

მწვანე ბარათის გათამაშება საქართველოში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია.

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ცდილობს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას და Green Card-ის მოგებას. შესაბამისად, ინტერესი დიდია და ყოველ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება, ჩნდება უამრავი კითხვა და ვრცელდები სხვადასხვა ინფორმაციები.

თუ რას არის მწვანე ბარათის მნიშვნელობა?

მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა და სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს.ყოველწლიურად, 55 0000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა. თუმცა, გათამაშებაში ყველა ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება. აკრძალვა ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიდანაც აშშ-ში იმიგრაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

რას ნიშნავს mwvane baratis მოგება?

მწვანე ბარათის მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი. თუმცა, როგორ ეს ხშირ შემთვევაში ჰგონიათ, მწვანე ბარათის მიღება არ ნიშნავს მოქალაქეობის მიღებას. ეს ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია.

როგორ ხდება გათამაშებაში მონაწილეობის მიღება?

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ სიზუსტე და ზუსტად მიჰყვეთ ინსტრუქციას. აპლიკაცია უნდა შეავსოთ ოფიციალურ ვებსაიტზე https://www.dvlottery.state.gov და უმჯობესია თუ ამას მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებთ. აპლიკაციის შევსება სრულიად უფასოა და თქვენგან რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს : უნდა გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი ან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გქონდეთ 2 წლიანი სამუშაო სტაჟი აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში.

რა მონაცემებია საჭირო აპლიკაციის შევსებისას?

აპლიკაციის ფორმაში უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები : სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ხოლო, თუ ქორწინებაში იმყოფებით, თქვენი მეუღლის და შვილების მონაცემებიც უნდა შეავსოთ, რადგან Green Card-ის მოგების შემთხვევაში, ავტომატურად თქვენი ოჯახის წევრებიც (მხოლოდ მეუღლე და შვილები 21 წლამდე) მიიღებენ მას.

როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი?

რა ხდება ფორმის შევსების შემდეგ?

მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში ყველა მოთხოვნად ფორმას შეავსებთ და დაასრულებთ, აუცილებლად შეინახეთ დასტურის ნომერი (confirmation number) , რომელიც აპლიკაციის დასრულების შემდეგ მოგენიჭებათ. მხოლოდ ამ ნომრით შეძლებთ პასუხის გაგებას, რომელიც , როგორც წესი, შემდეგი წლის 5 მაისს გახდება ცნობილი. გახდით თუ არა mwvane baratis მფლობელი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვებსაიტზე  ​dvlottery.state.gov – ​Entrant Status Check – ის განყოფილებაში.

როგორ გავიგებ გავიმარჯვე თუ არა?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა შეირჩევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოგაწვდით შემდგომ დამატებით ინსტრუქციას თქვენი სავიზო განაცხადის მიღების შესახებ და შეგატყობინებთ საიმიგრაციო ვიზის გასაუბრებისათვის დანიშნულ თარიღსა და დროს. გასაუბრებისთვის აუცილებლად უნდა მოაგროვოთ საჭირო დოკუმენტები, რაც ოფიცერთან უნდა წარადგინოთ. თუ გასაუბრება წარმატებით დასრულდება, 60 დღის ვადაში მიიღებთ ე.წ სავიზო პაკეტს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ. მისი გახსნის უფლება აქვს მხოლოდ აშშ-ის მესაზღვრეს ტერიტორიაზე პირველად შესვლისას. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს.

მწვანე ბარათის გათამაშების შევსების ინსტრუქცია / ქართული ამერიკა

არის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?

Exit mobile version