ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო

მწვანე ბარათი

აშშ-ის მწვანე ბარათის გათამაშება (DV-ლატარია) ოფიციალურად დაიწყო. რეგისტრაცია 2024 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა და 2024 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აშშ-ში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია დოკუმენტების მოწესრიგება და ლეგალური სტატუსის მოპოვება, რაც მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. თუმცა, “ამერიკული ოცნების” ასრულების შედარებით მარტივი გზა არსებობს და ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მწვანე ბარათის გათამაშება, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აძლევს შანსს მიიღონ ცხოვრების და მუშაობის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

green card lottery

რა უპირატესობა აქვს მწვანე ბარათს ?

მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში, მიიღებთ უფლებას, იცხოვროთ და იმუშავოთ აშშ-ში, თუმცა ეს არ უზრუნველყოფს ავტომატურ ვიზას ან მოქალაქეობას. მწვანე ბარათის მფლობელებს ასევე აქვთ შანსი, მიიღონ ამერიკის მოქალაქეობა, გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

მწვანე ბარათის გათამაშება (DV ლატარია)  ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციას აშშ-ში. ყოველწლიურად, ლატარიის გზით, დაახლოებით 55,000 ადამიანი იღებს მწვანე ბარათს და იწყებს ახალ ცხოვრებას ამერიკაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რამ: რეგისტრაციისას მიიღებთ უნიკალურ კოდს, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, რადგან შედეგები, რომელიც 2025 წლის 3 მაისიდან გახდება ცნობილი, მხოლოდ ამ კოდის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი.

თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა მწვანე ბარათის გათამაშებაში და გჭირდებათ დახმარება, შეავსეთ ქვემოთ მოცემული მარტივი ფორმა, სადაც მხოლოდ სახელს, გვარს და საკონტაქტო ნომერს მიუთითებთ. ჩვენი გუნდი უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებათ, გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და გაგიწევთ დახმარებას.

 

Exit mobile version