Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ერევანში ბაზას ხსნის და 8 ახალ მიმართულებას ამატებს

wizz air

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Bari16 February 202723 February 2027Wizz Airავიაბილეთები 130 -დან
Brussels1 February 20273 February 2027Wizz Airავიაბილეთები 175 -დან
Bratislava10 December 202617 December 2026Wizz Airავიაბილეთები 140 -დან
Budapest18 December 202621 December 2026Wizz Airავიაბილეთები 139 -დან
Bucharest8 December 202615 December 2026Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Dortmund23 January 202728 January 2027Wizz Airავიაბილეთები 260 -დან
Basel20 January 202727 January 2027Wizz Airავიაბილეთები 254 -დან
Eindhoven30 December 202618 January 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
Memmingen12 November 202614 November 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
Hamburg2 December 20264 December 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version