ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ერევანში ბაზას ხსნის და 8 ახალ მიმართულებას ამატებს

wizz air

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბარი6 აპრილი 202620 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 98 -დან
ბრატისლავა11 აპრილი 202616 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 166 -დან
ბუდაპეშტი13 მაისი 202620 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 268 -დან
ბუქარესტი5 აპრილი 202612 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 96 -დან
დორტმუნდი11 მაისი 202618 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
მემინგენი16 მაისი 202619 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 265 -დან
ჰამბურგი24 აპრილი 202627 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
ლარნაკა19 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 105 -დან
პარიზი12 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
პაფოსი5 აპრილი 202612 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 209 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version