ლიტვურმა ავიაკომპანია Getjet Airlines -მა ბათუმი – ვილნიუსი ს მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ი განმარტავენ, ავიაკომპანიამ ბათუმი-ვილნიუსი-ბათუმი ს საჰაერო ხაზზე პირველი ფრენა დღეს განახორციელა.
TAV Georgia-ს განმარტებით, Getjet Airlines-ს ბათუმსა და ვილნიუსს შორის კვირაში ერთი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია ჩარტერულ ფრენებს ბათუმის მიმართულებით 25 სექტემბრამდე განახორციელებს.
ბათუმი ვილნიუსი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
3 დეკემბერი 2024 | 4 დეკემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 945 -დან | |
4 დეკემბერი 2024 | 6 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 004 -დან |
როგორც უკვე აღინიშნა, GetJet Airlines ლიეტუვური ჩარტერული ავიაკომპანიაა, რომელიც ტუროპერატორებისთვის ჩარტერული ფრენების განხორციელებაზეა სპეციალიზებული და რეისებს Airbus A320 და Boeing 737 NG ტიპის საჰაერო ხომალდებით ახორციელებს.
წამყვან საერთაშორისო ავიაკომპანიებთან და ბალტიისპირეთის მსხვილ ტუროპერატორებთან მჭიდრო პარტნიორობით, ავიაკომპანიას მზარდი მოთხოვნა გააჩნია რეგიონშიც და მის ფარგლებს გარეთაც.