ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი თბილისი-სამსუნი და თბილისი-ტრაპიზონი ს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას განიხილავს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თბილისის აეროპორტი -დან თუქეთის მიმართულებებით ავიარეისების დანიშვნისა და განხორციელების თხოვნით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა Geosky-ს უკვე მიმართეს.
ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, საქმიანი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა. თბილისი-ტრაპიზონის და თბილისი-სამსუნის საჰაერო ხაზზე ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო გაამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებსსაც.
ამ ეტაპზე, სამსუნისა და ტრაპიზონის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს არცერთი აეროპორტიდან არ ხოციელდება. თუმცა, ტრანზიტულ ფრენებს თურქული ავიაკომპანიები – პეგასუსი და Turkish Airlines -ი გვთავაზობენ. რეისებს ასევე ასრულებს AZAL Airlines -იც.
თბილისი ტრაპიზონი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
26 დეკემბერი 2024 | 30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 694 -დან | |
9 იანვარი 2025 | 12 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 587 -დან |
როგორც უკვე ცნობილია, ჯეორჯიან ვინგსი ფრენების დაწყებას ასევე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე, ივლისის ბოლოდან, კვირაში 12 სიხშირით გეგმავს. რეისები შესრულდება დილა-საღამოს, ფრენის ხანგრძლივობა კი 1 საათს არ აღემატება.