Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რამდენ ჩარტერულ ფრენას შეასრულებს Georgian Wings -ი ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად?

ჯეორჯიან ვინგსი

Georgian Wings -ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის 14-მდე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ფრენები 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737 -ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. ნაკრების თამაშებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენა TKT.GE-ის პლათფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი და განსაზღვრულია წესები და პირობები.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები:

  1. სუბსიდირებულ ფასად ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
  2. მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი.
  3. აეროპორტში სარეგისტრაციოდ მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს გაფრენამდე 3 საათით ადრე.
  4. შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

ჯეორჯიან ვინგსი EURO 2024 -ის მატჩებზე მორგებულ ავიარეისებს, თბილისის აეროპორტიდან, ჰამბურგის და კიოლნის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით განახორციელებს.

შეიძინე დორტმუნდის ავიაბილეთები სპეც ფასად. დაგვირეკე 551 907 907 და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებით

ქუთაისი დორტმუნდი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 579 -დან
26 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
21 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 294 -დან

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version