Georgian Wings -ი, რომელიც თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 5 სექტემბრიდან გვთავაზოს, მგზავრებს ფრანგულ-იტალიური წარმოების 70 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ახორციელებს. თუმცა, 2023 წლის 11 დეკემბრიდან კი ავიაკომპანია 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-300 -ით შეუდგება ოპერირებას.
,,ჯეორჯიან ვინგსი -სთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამგზავრო რეგულარული ფრენების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს. საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისიდან ბაქოს მიმართულებით და პირიქით, ოპერირება ახალი Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განვაგრძოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთი რეისით 148 მგზავრის ტრანსპორტირება მოვახერხოთ. შევთავაზოთ მათ ხანმოკლე და ეფექტური ფრენის დრო და საუკეთესო სერვისი ბორტზე“- ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.
ფრენის განმავლობაში Georgian Wings-ი მგზვრებს Sheraton Grand Tbilsi Metechi Palas-ის მიერ მომზადებული კვებით და გამაგრილებელი/ცხელი სასმელებით უმასპინძლდება.
თბილისიდან ბაქოში ფრენები ხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირა დღეს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია 2024 წლიდან 3 ახალ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს. თბილისი ტაშკენტი და თბილისი კიშინეუ -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განახორციელებს. თბილისი აქტაუ -ს მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს.
აღნიშნულ მიმართულებებზე რეისები ასევე ბოინგ 737-300-ით განხორციელდება. ფრენებს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და აეროპორტის გავლით შეასრულებს. მეტი კომფორტის შესაქმნელად, ტრანზიტული გზით მოგზაურობისთვის, ერთიანი ავიაბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი.
Georgian Wings- ი მგზავრებს სთავაზობს:
- საქართველოს შიდა და საერთაშორისო ფრენებს
- ფრენების მოსახერხებელ განრიგს
- ტარიფების არჩევანს (ხელბარგი და სრული ბარგი)
- კვებას ფრენის დროს – უფასო გამაგრილებელი სასმელები და სენდვიჩების მენიუ საერთაშორისო ფრენებზე
- ოთხფეხა მეგობრები საჰაერო ხომალდზე
- ზენორმატიულ ბარგს (სპორტული აღჭურვილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები)