ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways -მა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ თბილისის აეროპორტი -დან ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განაახლა. ავიაკომპანია გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ასრულებს.
ერთი გზის ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია. საქართველოს ავიახაზები თბილისსა და ბერლინს შორს ფრენებს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
როგორც ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბერლინის მიმართულებით ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 480 ლარიდან იწყება.