ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ფრენების დამატებას რამდენიმე ევროპული მიმართულებით განიხილავს. როგორც საქართველოს ავიახაზები ს დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ოპერირებას რომის, ბრიუსელის და ბერლინის მიმართულებით გეგმავს. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე რეისების დამატება მიუნხენის მიმართულებითაც.
რაც შეეხება ჯორჯიან ეარვეისის ტრადიციულ მიმართულებებს: ვენას, პარიზს და ამსტერდამს, ავიაკომპანია ფრენებს დღესაც ასრულებს.
როგორც იცით, Georgian Airways –ის მთავარი შტაბბინა თბილისის აეროპორტში მდებარეობს და რეისებს აღნიშნული აეროპორტიდან გვთავაზობს.
თბილისი ვენა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 ნოემბერი 2024 | 28 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 039 -დან | |
2 იანვარი 2025 | 9 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 673 -დან |
როგორც თამაზ გაიაშვილი ამბობს, თუ ავიაკომპანია ვიზეარი ვენის მიმართულებით ფრენებს გააგრძელებს, მაშინ საქართველოს ავიახაზები იძულებული იქნება აღნიშნული მიმართულებით ოპერირება გააჩეროს, რადგან კომპანიისთვის აღნიშნული მიმართულება უკვე წამგებიანია.
ასევე, თამაზ გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ი ერევნის მიმართულებაზე, მიმდინარე ზაფხულისთვის სიხშირეების ზრდას არ ელოდება, რადგან მოთხოვნა შემცირებულია.