ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways -მა თბილისი-ფორლი პირდაპირი ფრენები დაიწყო

georgian airways new destination

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, ახალი რეგულარული მიმართულება დაამატა და თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი უკვე შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო ფორლის აეროპორტში მგზავრებს ფორლის მერი ჯან ლუკა ზატინი და აეროპორტის ხელმძღვანელი პირები, სპეციალურად ორგანიზებული ცერემონიით დახვდნენ.

პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს კომფორტულად დაგეგმონ მოგზაურობა იტალიის ერთ-ერთ უნიკალურ რეგიონში. ფორლი ცნობილია, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრი – აქ მოქმედებს ევროპული სტანდარტის კლინიკები, რეაბილიტაციის ცენტრები, თერმული წყლები და სპა-სერვისები, რაც კურორტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ტურისტებისთვის.

გარდა ფორლისა, „ჯორჯიან ეარვეისი“ 26 აპრილიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს. შესაბამისად, ავიაკომპანია იტალიის მიმართულებით რეისს, კვირაში შვიდი სიხშირით შეასრულებს : სამჯერ მილანში, ორჯერ რომში და ერთხელ ფორლიში.

Georgia Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი10 დეკემბერი 202513 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 119 -დან
დოხა24 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 708 -დან
ფორლი25 დეკემბერი 20258 იანვარი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 228 -დან
ლარნაკა10 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 623 -დან
სანკტ პეტერბურგი10 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 840 -დან
ნიცა17 დეკემბერი 20257 იანვარი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 015 -დან
ნოვოსიბირსკი8 დეკემბერი 202513 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 140 -დან
რომი10 დეკემბერი 202517 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 173 -დან

ქართული ავიაკომპანია თბილისის აეროპორტი -დან აგრძელებს ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისების გაფართოებას – ზაფხულის განმავლობაში შესრულდება პირდაპირი რეგულარული ფრენები პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. მნიშვნელოვანია, რომ ფრენები დღის საათებშია ჩანიშნული, რაც მგზავრებისთვის კიდევ უფრო კომფორტულია. ასევე, ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის რეგისტრირებული ბარგიც, რაც მომხმარებელთა ინტერესებზეა მორგებული.

უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Airways -ის ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version