Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways ზაფხულიდან ეკატერინბურგის მიმართულებით იწყებს ფრენებს

Georgian Airways ახალი მიმართულება

Georgian Airways ზაფხულიდან რუსეთის მიმართულებით, კონკრეტულად ეკატერინბურგში, ფრენების დაწყებას გეგმავს, – განაცხადა RBC-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთში დღეში ორ რეისს ახორციელებს, ზაფხულიდან კი მათი რიცხვი სამამდე გაიზრდება. ამჟამად ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

გაიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ნოვოსიბირსკის არჩევა კი ისტორიული კავშირების აღდგენით ახსნა.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Berlin30 September 20263 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 188 -დან
Batumi26 September 20263 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 483 -დან
Larnaca21 September 202624 September 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 915 -დან
Nice1 October 202615 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 280 -დან
Novosibirsk23 October 202631 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 281 -დან
Rome18 November 202623 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 230 -დან

 

ავიაკომპანიას 8 Boeing და ერთი რეგიონული Jet-ი ჰყავს. ის ასევე გეგმავს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, სადაც ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. Georgian Airways-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ვერ იქცა, რადგან ამ ბაზარზე თურქეთი დომინირებს.

გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემები მომავალში მოგვარდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version