ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways ზაფხულიდან ეკატერინბურგის მიმართულებით იწყებს ფრენებს

Georgian Airways ახალი მიმართულება

Georgian Airways ზაფხულიდან რუსეთის მიმართულებით, კონკრეტულად ეკატერინბურგში, ფრენების დაწყებას გეგმავს, – განაცხადა RBC-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთში დღეში ორ რეისს ახორციელებს, ზაფხულიდან კი მათი რიცხვი სამამდე გაიზრდება. ამჟამად ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

გაიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ნოვოსიბირსკის არჩევა კი ისტორიული კავშირების აღდგენით ახსნა.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი29 ოქტომბერი 20255 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 203 -დან
ლარნაკა22 ოქტომბერი 202523 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 618 -დან
ნიცა22 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 995 -დან
ნოვოსიბირსკი10 ნოემბერი 202518 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 131 -დან
რომი22 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 022 -დან

 

ავიაკომპანიას 8 Boeing და ერთი რეგიონული Jet-ი ჰყავს. ის ასევე გეგმავს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, სადაც ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. Georgian Airways-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ვერ იქცა, რადგან ამ ბაზარზე თურქეთი დომინირებს.

გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემები მომავალში მოგვარდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version