Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

შესაძლოა მალე აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისები დაინიშნოს

amerikis aviabiletebi

საქართველოს მოქალაქეები თანდათან სულ უფრო და უფრო იღბლიანი ადამიანების სიაში ეწერებიან. ამის გამომწვევი მიზეზი საქართველოს ეროვნული პასპორტის თანმიმდევრული ძალისმატებაა. ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის კონტრაქტის გაფორმება მართლაც რომ ტურისტული სფეროს აღორძინების უდიდეს ბიძგად იქცა. ქართველებს უკვე უამრავ ულამაზეს და შთამბეჭდავ ქვეყანასი შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, თანაც ქართულ ავია სივრცეში თანდათანობით სულ უფრო მეტი ცნობილი და ხარისხიანი ავიაკომპანია იწყებს მოღვაწეობას.

თითქმის ყოველ ტურისტულ სეზონზე ქართულ საავიაციო ზონაში რომელიმე გიგანტური ავიახაზები იწყებს აქტიურად მუშაობას. ისინი ახალ პირდაპირ რეისებს ნიშნავენ საქართველოსა და მსოფლიოს განსაკუთრებული ლოკაციების ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ქართველებს მალე ევროპულ ტურისტულ ცენტრებთან ერთად, შესაძლოა მალე ამერიკი შეერთებული შტატების მეგაპოლისებშიც გაეხსნათ პირდაპირი რეისებით ფრენის შესაძლებლობის გზა.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თემის თაობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შორის მნიშვნელოვანი განხილის პროცესი შედგა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მარიამ ქვრივიშვილსა და როს უილსონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე. დიპლომატებმა განიხილეს როგორც განათლების სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე თამამად შეეხნენ ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების საკითხსაც.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შორის განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და აქტიურად წარმოების თემა. როგორც თვითონ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე საკმაოდ აქტიურ თანამშრომლობას აწარმოებს ისეთ ცნობილ ამერიკულ ორგანიზაციებთან, როგორიც მაგალითად „იუესაიდი“ (USAID) გახლავთ.

როგორც თამარ ქვრივიშვილმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, აღნიშნული საკითხების თაობაზე მოლაპარაკებები და მსგავსი ტიპის განხილვა მართლაც მნიშვნელოვნად გამოიწევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის წახალისებას. როგორც ამ ინფორმაციამდე უკვე ცნობილი იყო, ამერიკასა და საქართველოს აეროპორტებს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება Myway airlines–ის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

თბილისი ნიუ-იორკი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ოქტომბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 2 176 -დან
20 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 116 -დან
5 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 996 -დან
14 იანვარი 202723 იანვარი 20273 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 950 -დან
9 თებერვალი 202721 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 2 102 -დან
30 მარტი 20275 აპრილი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 321 -დან
22 აპრილი 202728 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 2 066 -დან
17 მაისი 20271 ივნისი 20271 ᲒაჩერებაGerman Airwaysავიაბილეთები 1 992 -დან
5 ივლისი 202714 ივლისი 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 173 -დან
27 სექტემბერი 20278 ოქტომბერი 20272 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 2 162 -დან
Exit mobile version