ავიაბილეთები ყველაზე იაფად

შესაძლოა მალე აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისები დაინიშნოს

amerikis aviabiletebi

საქართველოს მოქალაქეები თანდათან სულ უფრო და უფრო იღბლიანი ადამიანების სიაში ეწერებიან. ამის გამომწვევი მიზეზი საქართველოს ეროვნული პასპორტის თანმიმდევრული ძალისმატებაა. ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის კონტრაქტის გაფორმება მართლაც რომ ტურისტული სფეროს აღორძინების უდიდეს ბიძგად იქცა. ქართველებს უკვე უამრავ ულამაზეს და შთამბეჭდავ ქვეყანასი შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, თანაც ქართულ ავია სივრცეში თანდათანობით სულ უფრო მეტი ცნობილი და ხარისხიანი ავიაკომპანია იწყებს მოღვაწეობას.

თითქმის ყოველ ტურისტულ სეზონზე ქართულ საავიაციო ზონაში რომელიმე გიგანტური ავიახაზები იწყებს აქტიურად მუშაობას. ისინი ახალ პირდაპირ რეისებს ნიშნავენ საქართველოსა და მსოფლიოს განსაკუთრებული ლოკაციების ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ქართველებს მალე ევროპულ ტურისტულ ცენტრებთან ერთად, შესაძლოა მალე ამერიკი შეერთებული შტატების მეგაპოლისებშიც გაეხსნათ პირდაპირი რეისებით ფრენის შესაძლებლობის გზა.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თემის თაობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შორის მნიშვნელოვანი განხილის პროცესი შედგა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მარიამ ქვრივიშვილსა და როს უილსონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე. დიპლომატებმა განიხილეს როგორც განათლების სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე თამამად შეეხნენ ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების საკითხსაც.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შორის განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და აქტიურად წარმოების თემა. როგორც თვითონ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე საკმაოდ აქტიურ თანამშრომლობას აწარმოებს ისეთ ცნობილ ამერიკულ ორგანიზაციებთან, როგორიც მაგალითად „იუესაიდი“ (USAID) გახლავთ.

როგორც თამარ ქვრივიშვილმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, აღნიშნული საკითხების თაობაზე მოლაპარაკებები და მსგავსი ტიპის განხილვა მართლაც მნიშვნელოვნად გამოიწევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის წახალისებას. როგორც ამ ინფორმაციამდე უკვე ცნობილი იყო, ამერიკასა და საქართველოს აეროპორტებს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება Myway airlines–ის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

თბილისი ნიუ-იორკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 3 285 -დან
17 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 897 -დან
30 დეკემბერი 202513 იანვარი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 928 -დან
8 იანვარი 202614 იანვარი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 813 -დან
9 თებერვალი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 813 -დან
15 აპრილი 202624 აპრილი 20262 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 1 907 -დან
13 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 900 -დან
1 ივნისი 20268 ივნისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 829 -დან
4 ივლისი 202618 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 362 -დან
12 სექტემბერი 202619 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 146 -დან
Exit mobile version