ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Flynas-ის საზაფხულო ფრენები საქართველოს მიმართულებით

ფლაინასის ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas airline -ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქიდან ფრენებს განახორციელებს.

არსებული განრიგის მიხედვით, ფლაინასი თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, დამამიდან, ჯედადან და კასიმიდან შეასრულებს, ხოლო ბათუმის მიმართულებით რიადიდან, ჯედადან, და დამამიდან.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Flynas-ი თბილისი-დამამი-თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს რეისებს, თბილისი-რიადა-თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 9 სიხშირით. თბილისი-ჯედა-თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კი – კვირაში მაქსიმუმ 8 სიხშირით. ხოლო, რაც სეეხება თბილისი-კასიმი-თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კი კვირაში 3 სიხშირით.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტიდან რეისებს, დამამის მიმართულებით ფრენა კვირაში 5 სიხშირით იგეგმება, რიადის მიმართულებით 14 სიხშირით, ხოლო ჯედას მიმართულებით ki – 12 სიხშირით.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი და მომავალი თანამშრომლობის გზები განიხილეს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია Flynas -სთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს.

დაგეგმეთ მოგზაურობა საუდის არაბეთის მიმართულებით და დაჯავშნეთ ვიაბილეთები საუკეთესო ფასად ავიაკომპანია Flynas -ის რეისებზე.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version