საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas -მა ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება განაახლა. მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიამ პირველი რეისი რიადა-ბათუმის მიმართულებით უკვე შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ფლაინასი ბათუმში ფრენებს საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან – დამამიდან, ჯედადან და დიადიდან ახორციელებს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს დამამიდან კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, რიადიდან – 14 სიხშირით, ხოლო ჯედადან – 12 სიხშირით შემოგვთავაზებს.
ბათუმი ერ-რიადი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
10 დეკემბერი 2024 | 14 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 906 -დან | |
11 დეკემბერი 2024 | 13 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 103 -დან |
აღსანიშნავია, რომ ამა წლის 23 მარტს, საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი – საქართველოს ელჩი ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორს – ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების და მომავალი თანამშრომლობის საკითხი.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Flynas -ისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს.