Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გაიცანით ფრანკპურტის მფრინავი ტაქსი

flying taxi service

ფრანკპურტის აეროპორტის წარმომადგენლები საკუთარი ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დასაკავშირებელ ორიგინალურ ხერხებს ეძებენ. მათი უახლესი იდეა მომავლის იდეას ეფუძნება და საჰაერო ტაქსების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრილი ტურისტები ყველაზე ინოვაციურ სიახლეს პირველები გამოცდიან საკუთარ თავზე. ცნობილი აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Volocopter-თან. მათი შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი საჰაერო ტრანსპორტის შექმნას, რომელიც ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრას გაადვილებს.

უახლოეს მომავალში Volocopter-ის თანამშრომლებმა შესაძლოა უკვე არსებული ურბანული ტრანსპორტირების საშუალებების გზები ცნობილი აეროპორტის ინფრასტრუქტურასთან სრულიად ახლებული, საჰაერო ხერხებით დააკავშირონ.

„ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის იდეალური დამაკავშირებელი გზის არსებობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისთვის. ფრანკპურტის აეროპორტთან ერთად ჩვენ მოხარულები ვართ ვიყოთ პიონერები და დავნერგოთ პირველი საჰაერო ტაქსის სერვისი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტში“ – განაცხადა Volocopter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საჰაერო ტაქსი

აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Volocopter მზადაა გაიზიაროს ფრანკპურტის აეროპორტის საკმაოდ დიდი და მდიდარი გამოცდილება და მისი დახმარებით უსაფრთხოდ დანერგოს მის ინფრასტრუქტურაში მოცემული პროექტისთვის საჭირო კომპლექსური სერვისები.

ფრანკპურტის აეროპორტს მართლაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების წარმოების მხრივ, ასევე მგზავრების გადაადგილებისა და ტერმინალების მართვაშიც. აღნიშნული კომპლექსის წარმომადგენლებს ასევე უპილოტო მფრინავი ობიექტების სფეროშიც აქვთ საკმაოდ ხარისხიანი ცოდნა მიღებული. პროექტი FraDrones–ის ფარგლებში, ფრანკპურტში უკვე დიდი ხანია ახდენენ დრონების ტესტირებას სხვადასხვა საოპერაციო სცენარებში მონაწილეობაში.

Volocopter–მა უკვე დაამტკიცა, რომ მათი დრონები, რომელთა ძრავიც ელექტროენერგიით იკვებება, წარმატებით გამოდგება საცხოვრებელ უბნებში გადაადგილებისათვის. აღნიშნულ ტექნიკას 2 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და ეკოლოგიურად სუფთა მუშაობის პროცესისა და თითქმის უხმოდ გადაადგილების შესაძლებლობის გამო საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ფრანკპურტის აეროპორტი გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან საავიაციო ბაზას წარმოადგენს, რომელმაც გასულ წელს 70 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა. მისი ინფრასტრუქტურა ყველაზე ინოვაციურ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს სტუმრებს და მის წარმომადგენლებს სურს ასევე მოწინავენი იყვნენ საჰაერო ტაქსების განვითარებისა და დანერგვის პროექტშიც.

თბილისი ფრანკპურტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
29 August 20267 September 20261 StopAjetავიაბილეთები 863 -დან
9 September 202612 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 724 -დან
8 October 202613 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 734 -დან
18 November 202628 November 20261 StopAjetავიაბილეთები 739 -დან
18 December 20266 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 697 -დან
13 January 202720 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 762 -დან

 

Exit mobile version