ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გაიცანით ფრანკპურტის მფრინავი ტაქსი

flying taxi service

ფრანკპურტის აეროპორტის წარმომადგენლები საკუთარი ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დასაკავშირებელ ორიგინალურ ხერხებს ეძებენ. მათი უახლესი იდეა მომავლის იდეას ეფუძნება და საჰაერო ტაქსების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრილი ტურისტები ყველაზე ინოვაციურ სიახლეს პირველები გამოცდიან საკუთარ თავზე. ცნობილი აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Volocopter-თან. მათი შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი საჰაერო ტრანსპორტის შექმნას, რომელიც ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრას გაადვილებს.

უახლოეს მომავალში Volocopter-ის თანამშრომლებმა შესაძლოა უკვე არსებული ურბანული ტრანსპორტირების საშუალებების გზები ცნობილი აეროპორტის ინფრასტრუქტურასთან სრულიად ახლებული, საჰაერო ხერხებით დააკავშირონ.

„ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის იდეალური დამაკავშირებელი გზის არსებობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისთვის. ფრანკპურტის აეროპორტთან ერთად ჩვენ მოხარულები ვართ ვიყოთ პიონერები და დავნერგოთ პირველი საჰაერო ტაქსის სერვისი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტში“ – განაცხადა Volocopter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საჰაერო ტაქსი

აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Volocopter მზადაა გაიზიაროს ფრანკპურტის აეროპორტის საკმაოდ დიდი და მდიდარი გამოცდილება და მისი დახმარებით უსაფრთხოდ დანერგოს მის ინფრასტრუქტურაში მოცემული პროექტისთვის საჭირო კომპლექსური სერვისები.

ფრანკპურტის აეროპორტს მართლაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების წარმოების მხრივ, ასევე მგზავრების გადაადგილებისა და ტერმინალების მართვაშიც. აღნიშნული კომპლექსის წარმომადგენლებს ასევე უპილოტო მფრინავი ობიექტების სფეროშიც აქვთ საკმაოდ ხარისხიანი ცოდნა მიღებული. პროექტი FraDrones–ის ფარგლებში, ფრანკპურტში უკვე დიდი ხანია ახდენენ დრონების ტესტირებას სხვადასხვა საოპერაციო სცენარებში მონაწილეობაში.

Volocopter–მა უკვე დაამტკიცა, რომ მათი დრონები, რომელთა ძრავიც ელექტროენერგიით იკვებება, წარმატებით გამოდგება საცხოვრებელ უბნებში გადაადგილებისათვის. აღნიშნულ ტექნიკას 2 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და ეკოლოგიურად სუფთა მუშაობის პროცესისა და თითქმის უხმოდ გადაადგილების შესაძლებლობის გამო საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ფრანკპურტის აეროპორტი გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან საავიაციო ბაზას წარმოადგენს, რომელმაც გასულ წელს 70 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა. მისი ინფრასტრუქტურა ყველაზე ინოვაციურ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს სტუმრებს და მის წარმომადგენლებს სურს ასევე მოწინავენი იყვნენ საჰაერო ტაქსების განვითარებისა და დანერგვის პროექტშიც.

თბილისი ფრანკპურტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 თებერვალი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 795 -დან
20 მარტი 202631 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 580 -დან
6 აპრილი 202610 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 641 -დან
16 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 699 -დან
4 ივნისი 20267 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 694 -დან
28 ივლისი 20263 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 005 -დან
11 აგვისტო 202615 აგვისტო 2026პირდაპირიCondorავიაბილეთები 948 -დან
1 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 947 -დან
12 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 798 -დან

 

Exit mobile version