Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს flyadeal-ი უბრუნდება

ფლაიადეალის ფრენები თბილისის აეროპორტიდან

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal -ი, საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, flyadeal Airways -ი მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, თბილისის აეროპორტი -დან ფრენებს რიადის, ჯედადს და დამამის მიმართულებით განახორციელებს.

TAV Georgia -ში არსებული განრიგის მიხედვით, ფლაიადეალი​ ივნისიდან ფრენებს შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: თბილისი-რიადი-თბილისი კვირაში 3 სიხშირე, თბილისი-ჯედა-თბილისი კვირაში 3 სიხშირე და თბილისი-დამამი-თბილისი კვირაში 2 სიხშირე.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს, შიდა რეისებით დაიწყო, მოგვიანებით კი ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წელს შემოვიდა და რეისებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვთავაზობს. 

ავიაკომპანია flyadeal-ის ავიაბილეთების შესაძენად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version