იორდანიულმა ავიაკომპანია Fly Jordan -მა დღეიდან საქართველოს მიმართულებით რეისები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში განმარტავენ, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფლაი ჯორდან -მა ბათუმი -ამანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო.
ავიაკომპანია ამანიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს. რაც შეეხება თბილისი -ამანი-თბილისის საჰაერო ხაზზე 6 ივნისიდან, ასევე კვირაში 1 სიხშირით შემოგვთავაზებს.
ბათუმი ამანი
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
25 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 411 -დან |
აღსანიშნავია, რომ ამანიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია ჩარტერული რეისებით ოპერირებს. შეგახსენებთ, რომ იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.