ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით

სევილიას ავიაბილეთები

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ულამაზესი რეგიონი ანდალუსია თავის ტერიტორიაზე ზღაპრულ ქალაქებს აერთიანებს, მისი დედაქალაქი სევილია კი ნებისმიერ ვიზიტორს ერთი ნახვით შეაყვარებს თავს.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, სადაც ესპანური კულტურა, ცხოვრების სტილი და ატმოსფერო  ყველაზე შესამჩნევად იგრძნობა. გოთიკური და ბაროკოს სტილის არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები, სადაც ფორთოხლის ხეების საოცარი სურნელი ტრიალებს, მცხუნვარე მზე, ცეკვა ფმალენკო და მუდამ კეთილგანწყობილი მოსახლეობა – ეს ყველაფერია, რასაც სევილია გთავაზობთ  და დაუვიწყარ დღეებს გაგატარებინებთ.

რა უნდა ნახოთ სევილიაში?

სევილიაში აუცილებლად უნდა მოხვდეთ მის ულამაზეს ისტორიულ უბანში – სანტა კრუზში, რომლის ვიწრო და ფერად ქუჩებში გასეირნება თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იქნება. ხოლო, მის შემოგარენში მდებარება არქიტექტურული შედევრები: სევილიის სამეფო სასახელე (Alcazar of Seville) და სევილიის კათედრალი განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

მავრიტანების მიერ აშენებული სამეფო სასახლე მავრიტანული, გოთიკური და რენესანსული არქიტექტურის საოცარი შერწმაა, ხოლო სევილიის კათედრალი ყველაზე დიდი გოთიკური კათედრალია მთელს მსოფლიოში და საოცრად ექსტრავაგანტული არქიტექტურით გამოირჩევა.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით ასევე საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ ამ ქალაქს, არამედ მის ირგვლივ მდებარე ულამაზეს ქალაქებს და ანდალუსიის მხარეს გაეცნოთ. გრანადა, კადიზი, კორდობა – ეს ის ქალაქებია, სადაც სევილიიდან რამდენიმე საათში მოხვდებით და ულამაზესი სანახაობებით დატკბებით. ხოლო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სევილიიდან სულ რაღაც 2 საათში თქვენ აფრიკის კონტინენტზე აღმოჩნდებით და თვალწარმტაც მოროკოს მოინახულებთ.

როგორ უნდა გაერთოთ სევილიაში?

სევილია ცეკვის, სიმღერის და ფესტივალების ქალაქია, ამიტომ აქ გართობის და მხიარულების საკმაოდ დიდი არჩევანია. ფესტივალების მსვლელობისას შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ცეკვით და სასიამოვნო მუსიკით, მიირთვათ უგემრიელესი ეროვნული სასმელები და კერძები, ხოლო ფლამენკოს კაბებში და კოსტუმებში გამოწყობილი ადგილობრივები თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ.

როგორ უნდა მოხვდეთ სევილიაში?

ყველაზე მარტივ გზას და ბიუჯეტურ ფასებს ქუთაისი სევილია -ს მიმართულებით ავიაბილეთებზე ავიაკომპანია Wizz Air qutaisi-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისიდან ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით Wizz Air-ის რეისით, ხოლო შემდეგ სევილიაში პირდაპირი რეისით ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი გაგამგზავრებთ. რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 450-550 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ქუთაისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 მაისი 202620 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 595 -დან
17 ივნისი 202621 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 745 -დან
12 ივლისი 202616 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 798 -დან
5 აგვისტო 202620 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 920 -დან
1 სექტემბერი 20265 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 807 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაბილეთებს თბილისი სევილია -ს მიმართულებით საუკეთესო ფასად ავიაკომპანია Ryanair-ი გვთავაზობს. ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში გაემგზავრებით, შემდეგ კი პირდაპირ სევილიაში.ორივე რეისს რაინეარი ასრულებს, რომლის ორმხრივ ავიაბილეთს 500-650 ლარად შეიძენთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ.

თბილისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 აპრილი 202630 აპრილი 20263 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 1 172 -დან
12 მაისი 202620 მაისი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 924 -დან
11 ივნისი 202616 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 841 -დან
15 ივლისი 202620 ივლისი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 1 250 -დან
1 აგვისტო 20268 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 1 347 -დან
14 სექტემბერი 202623 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 016 -დან

ბათუმი სევილია -ს მიმართულებით კი ტრანზიტული რეისი შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით, ასე მაგალითად: თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ბათუმის აეროპორტიდან  ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, შემდეგ კი მარსელის აეროპორტში მოგახვედრებთ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით პირდაპირ სევილიაში გაემგზავრებით.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

სევილიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version