ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით

flights to Porto

შეიძინეთ ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით და აღმოაჩინეთ არა მხოლოდ პორტუგალიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. 

პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქი პორტო უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ტურისტული დანიშნულება. მისი არქიტექტურა, რომელიც ულამაზეს პეიზაჟს მოგაგონებთ, ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ. ქალაქში გვხვდება ერთმანეთზე მიწყობილი ფერადი სახლები, რომლებიც საოცარ სანახაობას ქმნიან. პორტოში ნახავთ თანამედროვე არქიტექტურის ნაგებობებსაც, რომლებიც საოცრად ერწყმიან ძველებური სტილის შენობებს.

არქიტექტურასთან ერთად, პორტოს აქტიური ცხოვრების სტილი, უგემრიელესი სამზარეულო, მეგობრული მოსახლეობა და სიცოცხლით სავსე გარემო აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს.

რა უნდა მოინახულოთ პორტოში?

მდინარე დუოროს გასწვრივ რიბეირას უბანი მდებარეობს, რომელიც პორტოს ისტორიული ცენტრი და ყველაზე ლამაზი ადგილია. სწორედ აქ ნახავთ კაშკაშა ფერებში შეღებილ სახლებს. ისეირნებთ ვიწრო ქუჩებში, სადაც გზადაგზა შეხვდებით რესტორნებსა და კაფეებს, მაღაზიებს. პორტოში მოგზაურობისას ყველაზე მეტი დროის გატარება სწორედ რიბეირაზე მოგინდებათ.

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩენა ღვინის მოყვარულებისთვის იქნება, რადგან ეს ქალაქი ამ მხრივ განთქმულია.

აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ პორტვაინი – ტკბილი, არომატული ღვინო, რომელიც პორტოში მე-15 საუკუნიდან მზადდება.

რიბეირაზე ყოფნისას აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის სიმბოლოს, პონტე დომ ლუის I -ის ხიდს. ხიდი ორ ქალაქს, პორტოსა და ვილა ნოვა დე გაიას აკავშირებს. ხიდზე ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილია ტროტუარები, საიდანაც შეგიძლიათ ულამაზესი ხედებით დატკბეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ გზა ქალაქ გაიასკენ განაგრძოთ და კიდევ ერთი ქალაქის მშვენიერებით ისიამოვნოთ.

ავენიდა დოს ალიადოს პორტოს კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ყველაზე კარგად სწორედ აქ ნახავთ. ეს გამზირი პორტოს ყველაზე დატვირთული და ხმაურიანი ადგილია და მიუხედავად ამისა, ავენიდა დოს ალიადოზე გასეირნება მაინც დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ პორტოში?

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით თბილისიდან შეგიძლიათ ტრანზიტულ რეისებზე შეიძინოთ. მაგალითად, Turkish Airlines – ი გვთავაზობს ფრენას თბილისი პორტო -ს საჰაერო ხაზზე სტამბოლში გადაჯდომით. ავიაკომპანია, ასევე, სტამბოლის ტრანზიტით ფრენებს ბათუმიდანაც გვთავაზობს. თურქეთის ავიახაზებით ბათუმი პორტო –ს მიმართულებით რეისი სტამბულის ახალ აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს.

ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენში გადაჯდომით მოგახვედრებთ თბილისიდან პორტოში, ხოლო KLM ამსტერდამში ტრანზიტით შემოგთავაზებთ პორტოში გამგზავრებას.

თბილისი პორტო ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
28 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 547 -დან
27 დეკემბერი 20243 Გაჩერებაავიაბილეთები 552 -დან
29 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 643 -დან
30 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 694 -დან
31 დეკემბერი 20243 Გაჩერებაავიაბილეთები 701 -დან
25 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 719 -დან
24 დეკემბერი 20243 Გაჩერებაავიაბილეთები 751 -დან
13 იანვარი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 418 -დან
14 იანვარი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 421 -დან
16 იანვარი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 481 -დან
11 იანვარი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 568 -დან
7 იანვარი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 618 -დან

პორტოს მიმართულებით გასამგზავრებლად ქუთაისის აეროპორტის გამოყენებაც შეგიძლიათ. ქუთაისი პორტო -ს მიმართულებით მგზავრობისას, თქვენ ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით Wizz Air – ის რეისით, შემდეგ კი Ryanair -ის ან Vueling -ის რეისით მოხვდებით პორტოში.

ქუთაისი პორტო ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 472 -დან
28 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 480 -დან
27 დეკემბერი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 538 -დან
30 დეკემბერი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 593 -დან
16 იანვარი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 414 -დან
1 იანვარი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 423 -დან
6 იანვარი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 457 -დან
2 იანვარი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 540 -დან
3 იანვარი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 561 -დან
5 იანვარი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 593 -დან
4 იანვარი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 600 -დან

რა თანხებთანაა დაკავშირებული პორტოში მოგზაურობა?

ავიაბილეთები თვენახევრით ან ორი თვით ადრე უნდა შეიძინოთ, რომ ძვირი არ დაგიჯდეთ. სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება დაახლოებით 80-90 ლარიდან იწყება. შედარებით იაფად შეგიძლიათ ჰოსტელები დაჯავშნოთ, რომლის ფასი ერთ ღამეში დაახლოებით 45 ლარიდან იწყება. რაც შეეხება კვებას, ნამდვილად არ დაგჭირდებათ ძვირის გადახდა.

პორტო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით და დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

პორტოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version