გერმანიას მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ამოუწურავი ქვეყანა თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მის თითოეულ ქალაქში შეგიძლიათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული აღმოაჩინოთ. ასეთი ქალაქია, მაგალითად, მემინგენი, რომელიც მის ნებისმიერ სტუმარს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას ჰპირდება.
ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით გამოგზაურებთ სასახლეების, ციხესიმაგრეების და კოშკების ქალაქში, რომელთა არქიტექტურაც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. ძველ ქალაქში გასეირნება და ღირსშესანიშნაობების ნახვა, თქვენ გერმანიის ისტორიას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და კიდევ უფრო დაინტერესდებით ამ ქვეყნით.
რა უნდა მოინახულოთ მემინგენში ?
ამ ქალაქის ისტორიას ყველაზე კარგად „ქალაქის მუზეუმის“ ოთახები ინახავს, ხოლო მუზეუმები – Strigel და Antoniter – ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისა და ხის ორნამენტების სამყოფელია.
თუ გსურთ საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურა ნახოთ, ქალაქის მერიის შენობას უნდა ესტუმროთ, რომელიც რენესანსულ სტილშია აგებული და ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ხოლო მემინგენის ულამაზეს ქუჩებში გასეირნებისას, თქვენ ნამდვილი პეიზაჟები გადაგეშლებათ წინ.
განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი კი, შვაბიური ფერმა-მუზეუმის ნახვა იქნება, სადაც მიიღებთ ინფორმაციას შვაბიის (რეგიონი, სადაც მემინგენი მდებარეობს) ფერმული ცხოვრების ოთხსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. გაეცნობით მოსავლის აღების მეთოდებს და მოინახულებთ შინაურ ცხოვრელებსა და ფრინველებს.
რა აქტივობებს გვთავაზობს მემინგენი ?
ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით არა მხოლოდ ისტორიულ და კულტურულ სანახაობებს, არამედ საინტერესო გართობასაც გვპირდება. ქალაქში, რომელიც ფესტივალების სიმრავლით გამოირჩევა, მოწყენა ნამდვილად შეუძლებელია. Fisher Day, Children’s Festival, Town Festival, Memmingen in Bloom, the Fair or Christmas Market – ეს იმ ფესტივალების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მემინგენში წლის განმავლობაში ატარებენ.
განსაკუთრებით პოპულარულია Fisher Day – მეთევზის დღე, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 მეთევზე ცდილობს დაიჭიროს ყველაზე დიდი კალმახი, ხოლო ვინც ამას შეძლებს, მეთევზეების მეფის ტიტული ენიჭება. ამ ფესტივალს დაახლოებით 40 000 სტუმარი ესწრება ხოლმე.
როგორ უნდა მოხვდეთ მემინგენში ?
მემინგენში გამგზავრებას თქვენ kutaisis aerporti-დან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის რეისით შეძლებთ. ქუთაისი მემინგენი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენა კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან მემინგენში 4 საათსა და 20 წუთში მოხვდებით, ორი გზის ავიაბილეთს კი 160 ლარადაც შეიძენთ თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ.
ქუთაისი მემინგენი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
31 დეკემბერი 2024 | 2 იანვარი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 316 -დან | |
21 იანვარი 2025 | 28 იანვარი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 335 -დან | |
11 თებერვალი 2025 | 18 თებერვალი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 201 -დან | |
22 მარტი 2025 | 25 მარტი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 228 -დან | |
21 სექტემბერი 2025 | 21 სექტემბერი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 445 -დან |
რაც შეეხება თბილისი მემინგენი -ს მიმართულებას, სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ის ასრულებს თელ-ავივის აეროპორტში გადაჯდომიტ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით გაემგზავრებით დანიშნულების ადგილამდე.
ბათუმი მემინგენი -ს მიმართულებით რეისის აწყობა კი შემდეგნაირად შეგიძლიათ: ბათუმიდან თელ-ავივის აეროპორტამდე ავიაკომპანია Israir Airlines -ი რეისით გაემგზავრებით, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით ჯერ სოფიას აეროპორტში, შემდეგ კი პირდაპირ მემინგენის აეროპორტში ჩაფრინებით.
ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ და შეარჩიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.