ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ქუთაისი სალონიკი, ქუთაისი ათენი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და 2023 წლის ბოლომდე სალონიკსა და ათენში პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 8 სიხშირით შესრულდება.

ამის შესახებ ირაკლი ქარქაშაძემ – აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან სისტემატურად ვზრდით მიმართულებებსა და სიხშირეებს. ჩვენი აეროპორტიდან 2023 წლის ბოლომდე სალონიკის და ათენის მიმართულებით ჯამურად კვირაში რვა სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა აღნიშნულ მიმართულებებზე არსებობს და დაინტერესებაც მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან”,- განაცხადა ქარქაშაძემ.

პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ათენსა და სალონიკის მიმართულებით ამ დრომდეც ხორციელდებოდა. 2022 წელს ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57 000 მგზავრმა იმგზავრა.

ქუთაისი სალონიკი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 184 -დან
20 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 141 -დან
9 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 137 -დან
6 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 138 -დან

საბერძბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მოგზაურები ამ შესანიშნავი ქვეყნის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიემართებიან, რათა მოინახულონ შთამბეჭდავი და კარგად შემონახული ისტორიული ღირსშესანიშნაობები და გასაოცარი არქიტექტურა, დააგემოვნოს უგემრიელესი კერძები და დატკბენ ზღვისპირა ცხოვრებით.

ქუთაისის აეროპორტიდან, ათენისა და სალონიკის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version