ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა!

evropashi mogzaurobis wesebi

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ციფრული შესვლა-გასვლის სისტემა (Entry/Exit System – EES), რომელიც სრულად შეცვლის ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთის წესებს. სიახლე შეეხება ყველა მგზავრს, ვინც ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით ან უვიზოდ შედის.

ახალი რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება 2025 წლის შემოდგომიდან. სისტემის დანერგვას 180 დღე დასჭირდება და მის მიზანს წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთის პროცესის ავტომატიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და შენგენის ზონის შიდა მართვის გაუმჯობესება.

რა მონაცემები იქნება საჭირო EES სისტემით ევროკავშირში შესვლისას?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი17 სექტემბერი 202619 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 131 -დან
ერევანი15 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 230 -დან
ბაქო19 იანვარი 202727 იანვარი 2027ავიაბილეთები 285 -დან
ჟენევა11 მარტი 202618 მარტი 2026ავიაბილეთები 287 -დან
მილანი9 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 302 -დან
სოჭი6 მარტი 20268 მარტი 2026ავიაბილეთები 314 -დან
ანკარა16 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 320 -დან
ანტალია25 მარტი 20262 აპრილი 2026ავიაბილეთები 324 -დან
დალამანი14 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 349 -დან
მინვოდი4 მარტი 20268 მარტი 2026ავიაბილეთები 365 -დან

ვის შეეხება EES სისტემა?

ახალი სისტემა შეეხება ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც:

ევროკავშირის Entry/Exit System (EES) ვრცელდება ყველა იმ ფრენაზე, რომელიც განხორციელებულია მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ან შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით განხორციელებული ყველა ფრენა მოექცევა ამ სისტემის მოქმედების ქვეშ.

EES შეეხება ფრენებს, როგორიცაა:

ყოველი შესვლა და გასვლა ამ მიმართულებებით ბიომეტრიულად დარეგისტრირდება, პასპორტში ხელით შტამპის დასმის გარეშე. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ცვლილება და საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია წინასწარ მოამზადონ.

რა შეიცვლება EES-ის ამოქმედების შემდეგ?

ავტომატური რეგისტრაცია:

EES ყოველ მგზავრზე ავტომატურად აღრიცხავს შესვლისა და გასვლის დროს, ლოკაციას და დოკუმენტურ ინფორმაციას.

პასპორტებში შტამპების გაუქმება:

ხელით დასმული ბეჭდები ჩანაცვლდება ციფრული მონაცემებით, რაც დაზოგავს დროს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს.

ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი:

სისტემა ავტომატურად გამოთვლის, რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში და ხელს შეუწყობს 90/180 დღის წესის დაცვას.

სავიზო რეჟიმის დარღვევების გამოვლენა:

EES მარტივად იდენტიფიცირებს იმ პირებს, რომლებიც აჭარბებენ ვადებს ან იყენებენ ყალბ დოკუმენტებს.

უსაფრთხოების გაძლიერება:

ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვება და მისი ინტეგრაცია ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან (VIS, SIS) ხელს შეუწყობს ტერორიზმისა და დანაშაულის პრევენციას.

თუ შენგენის ზონაში გამგზავრებისას ფრენა დაგიგვიანდა, გაუქმდა ან უარი გითხრეს ჩასვაზე, ევროკავშირის წესების მიხედვით შენ შეიძლება გეკუთვნოდეს 250-დან 600 ევროს ჩათვლით ფრენის კომპენსაცია. რეგულაცია EC 261/2004 ვრცელდება ევროკავშირის ტერიტორიიდან გამგზავრებაზე ან ევროკავშირის ავიაკომპანიებით დაბრუნებაზე. შეამოწმე უფასოდ, გეკუთვნის თუ არა ანაზღაურება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა EES სისტემით რეგისტრაცია დეტალურად ხდება და მგზავრობის ჩანაწერები ავტომატურად ინახება.

როგორ ამოქმედდება სისტემა?

ყველა წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის გააქტიუროს სისტემა – ერთიანად ყველა საკონტროლო პუნქტზე თუ ეტაპობრივად. საწყის პერიოდში შესაძლოა დროებითი შეფერხებები ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

ევროკავშირში მოგზაურობის წესები ციფრულად იცვლება. თუ გეგმავთ შენგენის ზონაში მოგზაურობას, გაითვალისწინეთ, რომ 2025 წლიდან ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა EES სისტემით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული რეგისტრაციით. შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ მათ, ვისაც ევროკავშირისკენ მოგზაურობა წინ აქვს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version