Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ეუროვინგს, ავიაკომპანია

Eurowings georgia

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი 1993 წელს დაარსდა, ხოლო ოპერირება 1994 წლიდან დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტშია. Eurowings-ი “Lufthansa Group”-ის შვილობილი ავიაკომპანიაა.

ავიაკომპანია Eurowings -ი ფრენების უმეტეს ნაწილს ევროპის შიგნით ასრულებს, თუმცა საერთაშორისო მიმართულებებსაც გვთავაზობს. დღეისათვის ეუროვინგსი 50 ქვეყენაში, 210 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს.

ამსტერდამი, ბარსელონა, ბარი, ბაზელი, ბერლინი, ბილბაო, ბრიუსელი, ბუქარესტი, კატოვიცე, ბირმინგემი, ჟენევა, გოტენბურგი, ჰამბურგი, ედინბურგი- ავიაკომპანიის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია.

რაც შეეხება ინტერკონტინენტურ ფრენებს, ესენია: დუბაი, ბანგკოკი, კარიბის კუნძულები, ვარადერო(კუბა) და სხვ.

მიმართულებების რაოდენობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, ეუროვინგს არამარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად არის მიჩნეული. ევროპაში კი მიმართულებების რაოდენობით მე-3 ადგილზეა. 2017 წელს ის გერმანიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

2018 წელს ავიაკომპანია 40 მილიონ მგზავრს მოემსახურა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 9 000 თანამშრომელს ითვლის.

რაც შეეხება ფლოტს, ის 139 საჰაერო ხომალდისგან შედგება. აქვე გაგაცნობთ საჰაერო ხომალდების ტიპს: Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია ეუროვინგსი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის. გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია 21 ივლისიდან განახორციელებს ფრენებს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე.

თბილისი დიუსელდორფის ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
13 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 447 -დან
6 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 529 -დან
3 იანვარი 20277 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 147 -დან
26 თებერვალი 20273 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 535 -დან
16 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 689 -დან
9 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 713 -დან
Exit mobile version