გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი 1993 წელს დაარსდა, ხოლო ოპერირება 1994 წლიდან დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტშია. Eurowings-ი “Lufthansa Group”-ის შვილობილი ავიაკომპანიაა.
ავიაკომპანია Eurowings-ი ფრენების უმეტეს ნაწილს ევროპის შიგნით ასრულებს, თუმცა საერთაშორისო მიმართულებებსაც გვთავაზობს. დღეისათვის Eurowings-ი 50 ქვეყენაში, 210 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს.
ამსტერდამი, ბარსელონა, ბარი, ბაზელი, ბერლინი, ბილბაო, ბრიუსელი, ბუქარესტი, კატოვიცე, ბირმინგემი, ჟენევა, გოტენბურგი, ჰამბურგი, ედინბურგი- ავიაკომპანიის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია.
რაც შეეხება ინტერკონტინენტურ ფრენებს, ესენია: დუბაი, ბანგკოკი, კარიბის კუნძულები, ვარადერო(კუბა) და სხვ.
მიმართულებების რაოდენობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, Eurowings-ი არამარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად არის მიჩნეული. ევროპაში კი მიმართულებების რაოდენობით მე-3 ადგილზეა. 2017 წელს ის გერმანიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.
2018 წელს ავიაკომპანია 40 მილიონ მგზავრს მოემსახურა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 9 000 თანამშრომელს ითვლის.
რაც შეეხება ფლოტს, ის 139 საჰაერო ხომალდისგან შედგება. აქვე გაგაცნობთ საჰაერო ხომალდების ტიპს: Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის. გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია 21 ივლისიდან განახორციელებს ფრენებს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე.
თბილისი დიუსელდორფის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
5 მარტი 2025 | 16 მარტი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 652 -დან |
10 აპრილი 2025 | 13 აპრილი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 899 -დან |
3 მაისი 2025 | 12 მაისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 859 -დან |
12 ივნისი 2025 | 22 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 754 -დან |
4 აგვისტო 2025 | 18 აგვისტო 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 992 -დან |