გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings -ი საქართველოსა და ჩეხეთის დედაქალაქებს შორის იწყებს ოპერირებას. როგორც ჩეხეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული პრაღა – თბილისი -პრაღას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 30 ოქტომბრიდან შეუდგება.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ, თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2023 წლის 30 ოქტომბრიდან კვლავ დაიწყება. რეისებს კვირაში 2-ჯერ ეუროვინგ ავიაკომპანია შეასრულებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ გვერდზე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე ტრანზიტულ ფრენებს გვთავაზობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Pegasus Airlines-ი, Turkish Airlines-ი, LOT-ი და სხვ.
გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს და რეისებს ძირითადად ის ევროპის 210-ზე მეტ მიმართულებებზე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ევროპის შიდა მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.
2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ კი Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.
პრაღის მიმართულებით ავიაბილეთები ყველაზე დაბალ ფასად რომ შეიძინოთ, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.