გერმანული ავიაკომპანია Eurowings -ი თბილისი – ბერლინი –თბილისის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სამოგზაურო ვებ-გვერდი „რაიზეტოპია“ და პროფილური ვებ-გვერდი „აერო რაუთზ“- ავრცელებს.
„აერო რაუთზის“ ცნობით, ავიაკომპანია ევროვინგსი – Lufthansas შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, საქართველოსა და გერმანიის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას 2023 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ფრენას კი კვირაში ერთჯერ, ორშაბათობით შემოგვთავაზებს.
თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ Eurowings -ი ამ ეტაპზე თბილისი-დიუსელდორფისა და თბილისი-შტუტგარტის მიმართულებით ასრულებს ფრენებს.
თბილისი ბერლინი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
1 თებერვალი 2025 | 8 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 054 -დან | |
8 მარტი 2025 | 15 მარტი 2025 | ავიაბილეთები 1 317 -დან | |
11 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 653 -დან |
ამ დროისათვის თბილისიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ახორციელებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს სრულდება.