ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში მანქანის გაქირავების ახალი სერვისი შემოდის

Europcar georgia

2024 წლის ივნისიდან, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -სთვის მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა, მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც იქნება განთავსებული Europcar kutaisi -ს ოფისი.

ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს შეეძლებათ ადგილზეც და კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 543 -დან
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 210 -დან
ბარსელონა31 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბერლინი13 მაისი 202620 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 414 -დან
ბრიუსელი15 მარტი 202622 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 209 -დან

 

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესი ინტერესი მაღალია, გარემო კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი,-‘’ აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar georgia საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally -ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც 3 ტიპის სერვისს შემოგვთავაზებს: დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. წარმოდგენილი იქნება როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე ექნება ელექტრომობილების ფართო არჩევანი.

დაგეგმე ფრენები ქუთაისიდან მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version