ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა ამოქმედდა

E – Gate

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – Tav Georgia მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს. ამიერიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ჩასხდომის ავტომატიზირებულ სისტემას – E – Gate -ს შესთავაზებს.

ახალი სისტემა, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, აუმჯობესებს და ამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას, რიგების შემცირებას და მგზავრთა კომფორტს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 ივნისი 202630 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 480 -დან
ალმაატა10 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 100 -დან
ამსტერდამი15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 576 -დან
ანკარა10 აგვისტო 202620 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 498 -დან
ათენი23 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 470 -დან

 

მგზავრთა ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა თბილისის აეროპორტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies– თან და ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა. მათთან თანამშრომლობით, აეროპორტში რამდენიმე თვეა ასევე დაინერგა და მოქმედებს თვითრეგისტრაციის და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯეორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისების გაციფრულებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.

შეიძინე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version