ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Ajet თბილისიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირი რეგულარულ ფრენებს იწყებს

თბილისი ანკარა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ავიამიმართულების დაწყების ნებართვა უკვე გასცა.

ანკარის ახალი რეისები სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება და კვირაში ოთხჯერ განხორციელდება: ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

თბილისი ანკარა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 იანვარი 202618 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 277 -დან
17 იანვარი 202618 იანვარი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 361 -დან
29 იანვარი 20262 თებერვალი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 326 -დან
30 იანვარი 20261 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 277 -დან
2 თებერვალი 20265 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 272 -დან
25 თებერვალი 202628 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 341 -დან
8 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 409 -დან
15 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 365 -დან
16 მარტი 202622 მარტი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 288 -დან
9 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 434 -დან
6 მაისი 202613 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 498 -დან
8 მაისი 202613 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 498 -დან
9 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 458 -დან
3 ივნისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 391 -დან
5 ივნისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 550 -დან
6 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 585 -დან

ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, აჰმეტ ბოლატის, შეხვედრის შედეგია, რომელიც ივლისში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაზრდა იყო.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

თურქეთი საქართველოსთვის ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მგზავრთა საერთო ნაკადის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ახალი ფრენების დამატება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას.

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ აეროპორტებში

2025 წლის პირველი შვიდი თვე ქართული აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ამ პერიოდში განხორციელდა 20 000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.

მგზავრთა რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა, რაც 13%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ყოველკვირეულად დაახლოებით 745 რეისი სრულდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version