Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისსა და კიშინიოვს შორის Vision Air-მა დაიწყო პირდაპირი ფრენები

tbilisi kishiniovi

საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანია Vision Air -მა დაიწყო. პირველი რეისი კიშინიოვიდან თბილისის მიმართულებით 2 ნოემბერს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიში ოფიციალური დახვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა და Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისი კიშინიოვი პირდაპირი ფრენები

Departure atReturn atAirlineFind tickets
26 September 202626 September 2026Fly Oneავიაბილეთები 1 310 -დან
14 October 202617 October 2026Fly Oneავიაბილეთები 778 -დან
7 November 20269 November 2026Fly Oneავიაბილეთები 557 -დან
5 December 202611 December 2026Fly Oneავიაბილეთები 725 -დან

ლევან ცხადაძის განცხადებით, თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს,“ – განაცხადა ლევან ცხადაძემ.

Vision Air -ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines -თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

რეგულარული რეისები თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს Vision Air-ის გარდა კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version