ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იაფი ფრენები სექტემბერში – სად ვიმოგზაუროთ ყველაზე ბიუჯეტურად?

wizz air Cheap flights

თუ ჯერ კიდევ ეძებთ იაფ ავიაბილეთებს ევროპის მიმართულებით და გსურთ, რომ დაუვიწყარი დასვენება მოიწყოთ, სექტემბერი ამისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში ამინდი სასიამოვნოა და ტურისტების რაოდენობაც საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა, სწორედ სექტემბერში შეგიძლიათ იპოვოთ ბიუჯეტური ფრენები ევროპის მიმართულებით და მოინახულოთ საოცარი ქალაქები.

სად გაემგზავრებით ყველაზე იაფად სექტემბერში? 

Wizz Air იაფი ავიაბილეთები

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი27 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბერლინი5 მარტი 202612 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბრიუსელი15 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
ბრატისლავა13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 234 -დან
ბუდაპეშტი17 თებერვალი 202626 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 239 -დან

 

ათენი და ლარნაკა

სექტემბერი შესანიშნავი დროა საბერძნეთისა და კვიპროსის მოსანახულებლად. ამ პერიოდში ათენსა და ლარნაკაში ჯერ კიდევ ზაფხულის სასიამოვნო ამინდია და თავისუფლად შეგიძლიათ დატკბეთ ზღვითა და მზით. ამ მიმართულებით ყველაზე იაფი ცალმხრივი ავიაბილეთები სულ რაღაც 100.9 ლარიდან იწყება და საშუალებას მოგცემთ, როგორც საბერძნეთის დედაქალაქის ისტორიულ ადგილებს ესტუმროთ, ისე კვიპროსის სანაპიროებზე დაისვენოთ.

სალონიკი და ვენა

თუ კულტურული მოგზაურობა გირჩევნიათ, შეგიძლიათ იაფად გაფრინდეთ საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში – სალონიკში. ცალმხირივი ავიაბილეთის ფასი მხოლოდ 109 ლარიდან იწყება. აქ თქვენ გელოდებათ მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და გემრიელი ბერძნული სამზარეულო. ხოლო ვისაც ავსტრიის დედაქალაქის მონახულება სურს, ცალმხრივი ავიაბილეთის შეძენასვენა-ში სულ რაღაც 136.9 ლარად შეძლებთ. ვენაში შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი არქიტექტურით, ხელოვნებითა და ცნობილი ავსტრიული დესერტებით.

პოზნანი

თუ ეძებთ ალტერნატიულ მიმართულებებს და არ გინდათ, რომ მოგზაურობაში დიდი თანხა გადაიხადოთ, პოზნანი საუკეთესო არჩევანია. ეს ქალაქი ცნობილია თავისი მუზეუმებითა და უნიკალური არქიტექტურით. პოზნანისავიაბილეთის ფასი მხოლოდ 154.9 ლარიდან იწყება, რაც მას მოგზაურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად აქცევს.

დაგეგმე იაფი მოგზაურობა ევროპაში! 

როგორც ხედავთ, სექტემბერში მოგზაურობისთვის მრავალი ვარიანტი არსებობს და ამისათვის სულაც არ არის დიდი ხარჯების გაწევა საჭირო. იჩქარეთ და დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე მოგონებები შეიქმნათ!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version