ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმის აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს უპრეცედენტო მიღწევით აღნიშნავს – ისტორიაში პირველად, აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა. ეს არის გარდამტეხი მომენტი აჭარის მთავარი საჰაერო კარიბჭისთვის, რომელიც რეგიონში ტურიზმის დინამიკურ ზრდაზე მიუთითებს.

რეკორდული მაჩვენებლები და პროგნოზები

აეროპორტის მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს და, პროგნოზის მიხედვით, 1,2 მილიონ მგზავრს შეადგენს.

სტატისტიკა შთამბეჭდავია: 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 32%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 90%-ით აჭარბებს.

განსაკუთრებით უპრეცედენტო იყო აგვისტოს თვე, როდესაც ბათუმის აეროპორტმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად, ერთ თვეში 213,636 მგზავრი გაატარა. ისტორიული დღე დაფიქსირდა 24 აგვისტოსაც, როცა აეროპორტმა დღე-ღამის განმავლობაში 9000 მგზავრს უმასპინძლა და 35 ფრენა შეასრულა.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი12 მარტი 202624 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 284 -დან
ბაქო1 ივნისი 20267 ივნისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 730 -დან
დუბაი23 ივლისი 20267 აგვისტო 2026Flydubaiავიაბილეთები 1 533 -დან
ერევანი25 მაისი 202630 მაისი 2026FlyOneავიაბილეთები 161 -დან
სტამბოლი15 მარტი 202622 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 314 -დან
კრასნოდარი20 მარტი 202625 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 333 -დან
სამარა8 ივნისი 202615 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 827 -დან
კაზანი28 მაისი 202611 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 860 -დან
სანკტ პეტერბურგი10 აპრილი 202617 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 916 -დან
მოსკოვი8 აპრილი 202611 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 662 -დან

 

მემილიონე მგზავრი გერმანიიდან

ბათუმის აეროპორტი -სთვის საიუბილეო, მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი აღმოჩნდა. ის საქართველოს ტურისტული მიზნით, შვილებთან ერთად სტუმრობდა. მას აეროპორტში სიმბოლური ღონისძიებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

ინფრასტრუქტურის განვითარება მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ

მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის ფონზე, “ტავ ჯორჯია” აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოდერნიზებაში.

მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები:

გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის დარბაზში საპასპორტო კონტროლის სივრცის გაფართოება. ეს პროექტები უზრუნველყოფს მგზავრებისთვის მეტ კომფორტს და აეროპორტის ეფექტიან მუშაობას მზარდი ფრენების პირობებში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version