ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები შტუტგარტის მიმართულებით

შტუდგარდის ავიაბილეთები

თანამედროვე სამყაროში უკვე უამრავი ქვეყანა აკეთებს აქცენტს ქალაქების გამწვანებაზე. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს სასიამოვნო აურია მართლაც შესამჩნევად იგრძნობა. მსგავსი ტიპის გარემო იდეალური ვარიანტია მშვიდი და კომფორტული არდადეგების გასატარებლად. მაგალითად გერმანიის ქალაქები, კონკრეტულად კი შტუდგარდი სწორედ მსგავსი ასპექტით გამოირჩევა მისი კონკურენტი ტურისტული ზონებისგან. ამ ულამაზეს გერმანულ მხარეში მართლაც უდიდესი რაოდენობით შეხვდებით ქალაქში სეირნობისას დასასვენებელ პარკებსა და მწვანე ზონებს. იმის ფონზე, რომ ამ ქალაქის ერთ–ერთი მთავარი სამრეწველო მიმართულება ავტომშენებლობაა, აღნიშნული ვითარება მართლაც ქებას იმსახურებს.

შტუდგარდის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა ნიშნავს ერთ დიდ მწვანე ლაბირინთში მოხვედრას. მისი ქუჩები ბუნებრივი ყვავილებით სავსე პარკებითაა გადაბმული ერთმანეთთან. ამ ყველაფრის ფონზე კი თქვენი ოჯახის ან საყვარელი ადამიანების გასართობად ორიგინალური ზოოპარკის მონახულებაც შეგიძლიათ იქვე. რაც მთავარია, პარალელურად შტუტგარდის თითოეული ქუჩა უახლესი არქიტექტურის შედევრებით თანთადანობით დღემდე ივსება. მათი დათვალიერება ცალკე დროის გამოყოფას იმსახურებს. ეს ქალაქი ნამდვილად მინიმალისტური სტილის აღმოცენების ცენტრად წარმოგიდგენთ თავს.

შუშის ბლოკებისგან აშენებული ულამაზესი ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად გაფრენა თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ. მაგალითად ასეთ დროს Eurowings -ის მომსახურებით სარგებლობა ყველაზე მოსახერხებელი იქნება. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენას ასრულებს თბილისის-შტუტგარტი-თბილისის მიმართულებით და მათ მიერ შემოთავაზებული ავიაბილეთების შეძენა 600 ლარიდან 800 ლარამდეა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ  Lufthansa–ს მომსახურეობით სარგებლობა, მათ მიერ შემოთავაზებული ავიაბილეთების ფასი კი – 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა საშუალოდ 4საათია და 30 წუთია.

თბილისი შტუტგარტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 აპრილი 202529 აპრილი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 737 -დან
1 მაისი 202511 მაისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 659 -დან
16 ივნისი 202522 ივნისი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 977 -დან
2 აგვისტო 202514 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 090 -დან
7 ნოემბერი 202523 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 995 -დან

Avia.Ge–ს მოხერხებული საძიებო სისტემის დახმარებით ასევე მარტივად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ის, რომ გერმანიის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ გაფრენა. ამ შემთხვევაში ავიაბილეთები შტუდგარდის მიმართულებით Wizz Air–ის რეისებზეა ყველაზე მომგებიან ფასად დასაჯავშნი. აღნიშნული პაკეტის ფასი ასევე 600 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ამ ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში საქართველოდან გაფრენილ ტურისტებს შტუდგარდის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისათვის დაახლოებით 20 საათი დასჭირდებათ .

თბილისი შტუტგარტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 აპრილი 20257 მაისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 699 -დან
16 ივნისი 202522 ივნისი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 183 -დან
3 ივლისი 202517 ივლისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 920 -დან
Exit mobile version