Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები რიგის მიმართულებით

rigis aviabiletebi

ლატვიის დედაქალაქი რიგა წარმოადგენს პრიბალტიკის ყველაზე დიდ ქალაქს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 700 ათას მოქალაქეს აღწევს. ქალაქ რიგის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად ცენტრშია აშენებული, იუნესკოს ძეგლთა სიაშია დაცული.

რიგაში, შეხვდებით მოდერნისტული არქიტექტურით ნაგებ, კრამიტით გადახურულ შენობებს, ვიწრო ქვაფენილით გაკეთებულ ქუჩებს, ძველ ტაძრებს, სადაც ორღანით შესრულებულ ჰანგებს მოისმენთ და ა.შ.

გავიგოთ იაფი ავიაბილეთების შესახებ, რიგის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic ასრულებს, შესაბამისად რიგის მიმართულებით იაფ ავიაბილეთებს, სწორედ ის სთავაზობს ქართველ მგზავრებს. ავიაბილეთების ფასები 300 ლარიდან იწყება და ფრენა პირდაპირია. სამი საათი და 25 წუთია საჭირო რიგის საერთაშორისო აეროპორტში მოსახვედრად. რეისი თბილისის დროით 05:15 წუთზეა დანიშნული. გაითვალისწინეთ – ბარგის შემთხვევაში ბილეთის საფასურმა შესაძლოა 400 ლარამდე მოიმატოს.

თბილისი რიგის ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 053 -დან
29 ნოემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 702 -დან
4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 728 -დან
12 თებერვალი 202719 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 656 -დან
12 აპრილი 202718 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 831 -დან

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან იაფ ავიაბილეთს კომპანია ვიზიარი გთავაზობთ. ორმხრივი მგზავრობის საფასური 200 ლარიდან იწყება, გადაჯდომა ვილნიუსში მოგიწევთ და დაახლოებით 12 საათია საჭირო. ყველაზე მოკლე დრო 7 საათია, რადგან პირდაპირი ფრენა არ არის.

ქუთაისი რიგის ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
22 ოქტომბერი 202626 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 918 -დან
4 იანვარი 20277 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 924 -დან

ბათუმიდან რიგაში მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია ბელავისა და თურქეთის ავიახაზების საშუალებით. ბილეთისა და ფრენის ხანგრძლივობაც შედარებით დიდია, ვიდრე თბილისისსა და ქუთაისიდან.

ლატვიაში 160-მდე მუზეუმია, რომლის უმრავლესობაც სწორედ რიგაშია. ქალაქის ქუჩებისა და ბაღების თვალიერების შემდეგ შეგიძლიათ გალერეებში და მუზეუმებში დაცული ექსპონატები მოინახულოთ და გაიგოთ ცოტა რამ სახელმწიფოს ისტორიაზეც.

 

Exit mobile version